რეცეპტები / აზიური სამზარეულო / კიტრი ხორცით კორეულად
კიტრი ხორცით კორეულად

ინგრედიენტები:

2 წვრილი გრძელი კიტრი

400 გ საქონლის ხორცი

საშუალო ხახვი

წითელი ტკბილი წიწაკა

2 კბილი ნიორი

1 ჩ.კ. წითელი მწარე წიწიაკა (არასავსე)

½ ჩ.კ. შაქარი

1 ჩ.კ. დაფქული ქინძი

2       ს.კ. ძმარი

3-4 ს.კ. სოიოს სოუსი

1 ჩ.კ. მარილი

3-4 ს.კ. მცენარეული ზეთი

 

მომზადება:

კიტრს მოაჭერით ბოლოები, გაჭერით შუაზე ან 3 ნაწილად, ყოველი ნაწილი გაჭერით შუაზე გასწვრივ, ნახევრები კი 3-4 ნაჭრებად.

კიტრი მოათავსეთ ჯამში, დააყარეთ მარილი და დატოვეთ 15-20 წუთით. ხორცი დაჭერით წვრილი ჩხირებივით.

ხახვი დაჭერით რგოლებად.

წვენი, რომელიც კიტრმა გამოყო, გადაასხით და კიტრს დაამატეთ წითელი მწარე წიწაკა, ქინძი, დაჭყლეტილი ნიორი და შაქარი.

კარგად გაცხელებულ ტაფაზე და ძლიერ ცეცხლზე შეწვით ხორცი. როცა წყალი დაშრება, ცოტათი შებრაწეთ. მუდმივად ურიეთ და დაამატეთ ხახვი. იქვე გადაასხით ტაფის შიგთავსი კიტრს.

წიწაკა დაჭერით წვრილ ჩხირებად, დააყარეთ ხორცს და მოასხით ძმარი. 5 წუთის შემდეგ აურიეთ.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა