რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ჟოლოს ზეფირი - ჰაეროვანი ვარდისფერი ღრუბლები დახვეწილი კენკროვანი არომატით
ჟოლოს ზეფირი - ჰაეროვანი ვარდისფერი ღრუბლები დახვეწილი კენკროვანი არომატით

ინგრედიენტები:

ჟოლო - 300 გ (შეიძლება გაყინულიც)

ჟელატინი - 15 გ

შაქარი - 3-4 ს.კ.

წყალი - 3 ს.კ.

 

მომზადება:

ჟელატინი დაალბეთ წყალში. ჟოლო ჩადეთ ქვაბში და გააცხელეთ, მხოლოდ არ მიიყვანოთ დუღილამდე. შემდეგ გადმოდგით და გაწურეთ საცერში.

დააბრუნეთ ჟოლოს პიურე სასოტეში და დადგით დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ შაქარი. მუდმივი მორევით, მიიყვანეთ პიურე დუღილამდე.

გადმოდგით. დაამატეთ გაჯირჯვებული ჟელატინი და აურიეთ ჟელატინის სრულ გახსნამდე. შემდეგ კარგად გააციეთ მასა.

მიქსერით ათქვიფეთ პიურე 10 წუთის განმავლობაში ფუმფულა, სქელი მასის მიღებამდე.

ჰაეროვანი მუსი გადაიღეთ ფორმაში და გაასწორეთ.

შედგით მაცივარში 8-10 საათით.

მომზადებული ტკბილეული დაჭერით ნაჭრებად.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა