რეცეპტები / ბოსტნეულის კერძები / უგემრიელესი ბადრიჯნის კატლეტები
უგემრიელესი ბადრიჯნის კატლეტები

ინგრედიენტები:

ბადრიჯანი - 1,5 კგ

მაგარი ყველი - 150 გ

საფანელი - 150 გ

პურის გული - 100 გ

სანელებლები - გემოვნებით

ოხრახუში - 2 კონა

ნიორი - 1 კბილი

კვერცხი - 1 ც.

ცოტაოდენი რძე

რბილი ყველი - 200 გ (სულგუნი, იმერული, ბრინზა)

მცენარეული ზეთი შესაწვავად

 

მომზადება:

1.     ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და შეწვით კუბიკებად დაჭრილი ბადრიჯანი. დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, დააფარეთ თავსახური და მოშუშეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

2.     შემდეგ დაამატეთ 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

3.     ბადრიჯანი გადაიღეთ ჯამში და დატოვეთ გასაციებლად.

4.     როცა გაცივდება, დაამატეთ მარილი, გახეხილი მაგარი ყველი, კვერცხი, რძეში წინასწარ დალბობილი პურის გული, საფანელი, წვრილად დაჭრილი დარჩენილი ოხრახუში, წვრილად დაჭრილი ნიორი, შავი პილპილი.

5.     მოზილეთ ბადრიჯნის ფარში. თუ ცოტათი თხელი გამოვიდა, დაამატეთ ცოტა საფანელი.

6.     ფარშისაგან გააკეთეთ კვერი და ზემოდან დაადეთ რბილი ყველის ნაჭერი.

7.     მიეცით კატლეტის ფორმა.

8.     ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში.

9.     ოდნავ შეწვით კატლეტები ცოტაოდენ ზეთში.

10.  შემდეგ გადაიღეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში ან პერგამენტით მოფენილ ტაფაზე და შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით. შებრაწეთ ყავისფერი ქერქის მიღებამდე.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა