რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / მარინა ცვეტაევას უგემრიელესი ვაშლის ღვეზელი
მარინა ცვეტაევას უგემრიელესი ვაშლის ღვეზელი

საჭირო მასალა:

ცომისთვის:

კარაქი - 150 გ
არაჟანი - 1/2 ჭიქა
ფქვილი - 1.5 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1.5 ჩ.კ

კრემისთვის:

არაჟანი - 1 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
ვანილი
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 2 ს.კ
ვანილი 
ვაშლი - 3-4

მომზადება:

კარაქი დაადნეთ და გააგრილეთ. ფქვილი გაცერით გამაფხვიერებელთან ერთად . კარაქს შეურიეთ არაჟანი და აურიეთ. დაუმატეთ ფქვილი. ცომი ფქვილიანი ხელებით გააბრტყელეთ ფორმაში და გვერდებზე ამოიყვანეთ ბოლომდე.


გულის მომზადება:


გათლილ ვაშლს ამოაჭერით გულები და დაჭერით სიგრძეზე თხელ ნაჭრებად. გაანაწილეთ ცომზე თანაბრად.

ცალკე მოზრდილ თასში ათქვიფეთ შაქარი და არაჟანი, დაამატეთ ვანილი, კვერცხი. ბოლოს მოაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.


მოასხით ვაშლებს ზევიდან და ფორმა ნაზად შეარხიეთ, რომ კრემი თანაბრად გადანაწილდეს.
გამოაცხეთ გაზქურაში, 180 გრადუსზე, დაახლოებით 45-50 წუთი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა