ინგრედიენტები:
შოკოლადი - 150 გ
კაკაოს ფხვნილი - ½ ჭიქა
რძე - 2 ჭიქა
მარილი - მწიკვი
შაქარი - ¾ ჭიქა
კვერცხის გული - 4 ც.
მომზადება:
კაკაო ათქვიფეთ 1 ჭიქა რძეში, დაამატეთ მწიკვი მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ გადაასხით ჯამში, დაუმატეთ წვრილად დატეხილი შოკოლადი. აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
1 ჭიქა რძე შაქართან ერთად გააცხელეთ და ხარშეთ შაქრის სრულ გახსნამდე. ათქვიფეთ კვერცხის გულები და წვრილი ნაკადით ჩაასხით შაქრიანი რძე, კარგად აურიეთ. უწყვეტი მორევით ხარშეთ დაბალ ცეცხლზე სქელი კონსისტენციის მიღებამდე. დაამატეთ მოხარშული კრემი შოკოლადის ნარევში საცერის მეშვეობით. კარგად აურიეთ და ჩადგით ჭურჭელი ყინულებიან ჯამში, ურიეთ სანამ არ გაცივდება. შემდეგ შედგით მაცივარში და გაყინეთ.