რეცეპტები / სასმელი / სასარგებლო და წონაში დასაკლები სასმელი ცხელი დღეებისთვის
სასარგებლო და წონაში დასაკლები სასმელი ცხელი დღეებისთვის

ინგრედიენტები:

1 ლ მინერალური წყალი (შეიძლება გაზიანიც)

2 ც. კიტრი

ჯანჯაფილის ფესვი (1-2 სმ სიგრძის)

1 ც. ლაიმი

 თაფლი სურვილისამებრ

 

მომზადება:

კიტრი დაჭერით კანიანად გრძელ ნაჭრებად. ასევე თხლად დაჭერით გასუფთავებული ჯანჯაფილი.

ლაიმი გაჭერით შუაზე, ერთი ნახევარი დაჭერით თხლად, მეორე ნახევრისგან ჩაწურეთ წვენი დოქში.

დაუმატეთ ჯანჯაფილის, კიტრისა და ლაიმის ნაჭრები. დაასხით მინერალური წყალი და შედგით მაცივარში 20-30 წუთით. 

მათ, ვისაც უყვარს ტკბილი სასმელები, შეუძლიათ დაამატონ 2-3 ჩ.კ. თაფლი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა