ინგრედიენტები:
350 გ მაგარი ყავა
100 გ ნაყინი
1 ბანანი
მწიკვი დარიჩინი
მწიკვი გახეხილი შოკოლადი
მომზადება:
ყავა მოადუღეთ, გაწურეთ და ცოტათი გააციეთ. დაამატეთ ნაყინი. ბანანი დაჭყლიტეთ და დაამატეთ ყავაში და ათქვიფეთ ბლენდერში. ჭიქაში ჩადეთ ყინული და დაასხით სასმელი. მოაყარეთ დარიჩინი და გახეხილი შოკოლადი.