ამ უგემრიელეს ჟელეს თუ დაუმაზადებთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გაბრაზებულ ქმარს აუცილებლად შემოირიგებთ.
საჭირო მასალა:
არაჟანი - 500 გ
შაქარი - 100 გ
ბანანი - 2
ჟელატინი - 15 გ
შოკოლადი - 25 გ
მომზადება:
ოთახის ტემპერატურის არაჟანს დავამატოთ შაქარი და კარგად ავთქვიფოთ. ჟელატინს დავასხათ 100 მლ თბილი წყალი და გავადნოთ. გავაგრილოთ და ჩავამატოთ არაჟანში. კვლავ ავთქვიფოთ.
დაჭრილი ბანანი გავანაწილოთ ჭიქებში. დავასხათ არაჟანი და შევდოთ მაცივარში გამაგრებამდე. შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.