რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ჩიტის რძე - ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დესერტი
ჩიტის რძე - ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დესერტი

ინგრედიენტები:

2 კოლოფი ჟელატინი (8 გრამიანი)

1 ჭიქა რძე

1 ჭიქა შაქარი

450 გ არაჟანი

450 გ გაციებული ათქვეფილი ნაღები

მცენარეული ზეთი ფორმის წასასმელად


მინანქარისთვის:

5 ს.კ. კაკაო

5ს.კ.შაქარი                                                                                                           

1 კოლოფი ჟელატინი (8 გ)

5 ს.კ. რძე 

1 ჭიქა ცივი წყალი 


მომზადება:

ქვაბში აურიეთ 2 კოლოფი ჟელატინი 1 ჭიქა რძესთან ერთად. დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ. მიიყვანეთ დუღილამდე (არ აადუღოთ!) და შემდეგ გადმოდგით გასაციებლად. 

ფორმას ზომით 20 X 30 სმ წაუსვით მცენარეული ზეთი. მიქსერით კარგად ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქარი, არაჟანი და ნაღები.

გააგრძელეთ მორევა და ნელ-ნელა დაამატეთ რძის ნარევი. მაშინვე გადაასხით მომზადებულ ფორმაში. ზედაპირი გაასწორეთ რაც შეიძლება სწორედ. დააფარეთ და შედგით მაცივარში. 
მინანქარის მოსამზადებლად პატარა ქვაბში აურიეთ ერთმანეთში კაკაო, შაქარი და ჟელატინი.

გააგრძელეთ თქვეფა და დაამატეთ წყალი და რძე, დადგით საშუალო ცეცხლზე და უწყვეტი მორევით  მიიყვანეთ დუღილამდე. გადადგით მინანქარი გვერდზე და დატოვეთ გასაციებლად 1 საათით.

ნელა გადაასხით შოკოლადის მინანქარი ნაღების ფუძეზე. გააციეთ მაცივარში მინიმუმ 5 საათით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა