ინგრედიენტები:
1 ბანანი
200 მლ წყალი
მწიკვი დარიჩინი
მომზადება:
1.წყალი მიიყვანეთ დუღილამდე. კარგად გარეცხეთ ბანანი, მოაჭერით ბოლოები ორივე მხრიდან და ჩადეთ წყალში.
2.მოხარშეთ ბანანი მდუღარე წყალში 10 წუთის განმავლობაში.
3.სასმელი მზად არის! არომატისთვის ბანანის ჩაიში დაამატეთ მწიკვი დარიჩინი.
სასიამოვნო ბონუსი: საკუთარ კანში მოხარშულ ბანანს შეიძლება ოდნავ მოაყაროთ კაკაო, დარიჩინი და შაქრის პუდრი. ასეთი ბანანის მიღება სასარგებლოა ძილის წინ, კუჭ-ნაწლავის სისტემის და ასევე კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად