რეცეპტები / მწნილეული და სოუსები / კიტრის მწნილი, რომელიც არასოდეს არ აფეთქდება (დედის რეცეპტი)
კიტრის მწნილი, რომელიც არასოდეს არ აფეთქდება (დედის რეცეპტი)

ახალი კიტრი ჩადეთ ცივ წყალში 4-6 საათით (ხრაშუნისთვის).    

მოამზადეთ ქილები. კარგად გარეცხეთ, გადააბრუნეთ და დადგით სუფთა სამზარეულო პირსახოცზე. ქილები უნდა იყოს მშრალი! არა არის საჭირო არც ორთქლზე დაჭერა, არც ღუმელში, არაფერი! უბრალოდ უნდა გაშრეს - ეს მთავარი პირობაა. 

თავსახურები ჯობია გამოხარშოთ. გაზქურაზე დადგით ორი ქვაბი: ერთი - სუფთა წყლით, მეორე - მარილწყლით.

პირშუშხას ფოთლები და გამშრალი ქოლგიანი კამა დაჭერით და ჩააწყეთ ქვაბში.

ნიორი გაფცქვენით და ჯერჯერობით გვერდით დადეთ თეფშზე.

მარილწყალი: 1 ლ წყალზე დაგჭირდებათ 2-2 ს.კ. მარილი და შაქარი.


მომზადება:

1. თითოეული ქილის ძირში ჩააწყეთ 3-3 კბილი ნიორი. აიღეთ თუშფალანგი, დაადეთ ქვაბს ადუღებული წყლით, დააორთქლეთ 1 წუთის განმავლობაში დაჭრილ პირშუშხასა და კამას და მაშინვე ჩააწყეთ ქილის ძირზე ნიორთან. 

2. აიღეთ იმდენი კიტრი, რომ ჩაეტიოს ქილაში. ჩააწყეთ მდუღარე წყლიან ქვაბში ზუსტად 1 წუთით! ესე იგი, რომ ჩააგდებთ კიტრს წყალი შეწყვეტს დუღილს და რომ ისევ დაიწყებს, ამ მომენტიდან დანიშნეთ დრო, შემდეგ ამოიღეთ და ცხელ მდგომარეობაში ჩადეთ ქილაში.

3. როგორც კი გატენით ქილას კიტრით, დაასხით მარილწყალი, რომელიც დუღს ქურაზე. ბოლოს დაამატეთ 1 დესერტის კოვზი ძმრის ესენცია (ძმარი არა!). დაახურეთ თავსახური, გადააბრუნეთ ქილა და თბილად შეფუთეთ.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა