ინგრედიენტები:
2 ბადრიჯანი
500 გ პომიდორი საკუთარ წვენში
200 გ ყველი „მოცარელა“
3 კბილი ნიორი
1- 2 ც. ხახვი
3 ღერი ქონდარი
5 გ მწვანე რეჰანი
20 მლ ზეითუნის ზეთი
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
მომზადება:
ზევიდან მოსასხმელი სოუსის მოსამზადებლად ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი, დაამატეთ ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი, ქონდარი, დაჭყლეტილი ნიორი და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე.
შემდეგ მოაცილეთ ქონდარი და დაუმატეთ პომიდორი საკუთარ წვენში. მოაყარეთ მარილი და მოშუშეთ კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში.
ბადრიჯანი დაჭერით თხლად მთელ სიგრძეზე და ცოტათი შეწვით ორივე მხრიდან ზეთის გარეშე.
დააყარეთ მარილი და დააწყეთ ბადრიჯნის ზოლები ზეთიან ცეცხლგამძლე ჭურჭელში.
პირველ ფენად დაალაგეთ მოცარელას რგოლები, შემდეგ - მოასხით სოუსი. გაიმეორეთ ბადრიჯნის ფენა, მოასხით სოუსი და დააწყეთ ყველი.
მოაყარეთ ქონდარი და შედგით 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით.
მზა კერძი მორთეთ რეჰანით და გემრიელად მიირთვით.