რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / მარწყვის მურაბა ხარშვის გარეშე
მარწყვის მურაბა ხარშვის გარეშე

ინგრედიენტები:

1 კგ მარწყვი 

800 გ შაქარი


მომზადება:


მარწყვი კარგად გარეცხეთ, მოაცილეთ ყუნწები და ეცადეთ გააშროთ. სათითაოდ დაჭერით 4-6 ნაწილად. 

მარწყვი ჩააწყეთ ჯამში ფენებად შაქართან შენაცვლებით და დატოვეთ მთელი ღამით ოთახის ტემპერატურაზე. ამ დროისთვის მარწყვი გაუშვებს წვენს, რომელშიც მთლიანად უნდა გაიხსნას შაქარი.

საჭიროებისამებრ რამდენჯერმე ფრთხილად მოურიეთ მურაბას კოვზით.

შემდეგ შეიძლება დავიწყოთ ქილების მომზადება - სტერილიზაცია ორთქლზე (ან სხვა უფრო მოხერხებული წესით) 10 წუთის განმავლობაში.

გააციეთ ქილები (ეს მნიშვნელოვანია - ისინი არ უნდა იყოს თბილი, რადგან მარწყვი შეიძლება დამჟავდეს). 

„უმი“ მურაბა გაანაწილეთ გაციებულ ქილებში, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში ან გრილ სარდაფში. გამოყენების დროს შეინახეთ მაცივარში.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა