რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ნაყინის გემრიელი და მარტივი ტორტი განსაკუთრებული საღამოსთვის
ნაყინის გემრიელი და მარტივი ტორტი განსაკუთრებული საღამოსთვის

საჭირო მასალა:

ვანილის ნაყინი 500 გ

კაკაოს ფხვიერი ნამცხვარი 80 გ

სნიკერსი 1 ცალი

შაქრიანი არაქისი ან თხილი, დაფქული ან დაჭრილი 1/2 ჭ

შოკოლადი 50 გ

კარამელის სოუსი მოსასხმელად

შოკოლადის ბურბუშელა დეკორისთვის

ფორმა -  15 სმ დიამეტრის


მომზადება:


ნაყინი დავდოთ ოთახის ტემპერატურაზე, ცოტა რომ დარბილდეს.

ამასობაში, დავფშვნათ ორცხობილა, აუცილებელი არ არის ძალიან წვრილად და თანაბრად იყოს, უბრალოდ დავაქუცმაცოთ. ასევე დავჭრათ შოკოლადი და სნიკერსის ბატონი. შეგვიძლია, ორცხობილა, სნიკერსი და შოკოლადი ერთად მოვათავსოთ ცელოფნის პაკეტში და ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით დავჩეჩქვოთ.

თასში გადავიღოთ ნაყინი, ჩავამატოთ დაქუცმაცებული ინგრედიენტები და დაფქული თხილი/არაქისი (ცოტა მოვიტოვოთ დეკორისთვის). მიქსერით ავურიოთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ყველაფერი ერთმანეთში.

ფორმაში ჩავფინოთ საკვების ცელოფანი, გადავიტანოთ ნაყინი შიგ და შევდგათ საყინულეში. 

სუფრაზე მიტანისას, რამდენიმე წუთით ადრე გამოვიღოთ. შემდეგ გადმოვაბრუნოთ შესაბამისი ზომის თეფშზე და ცელოფანიც მოვაშოროთ. მოვასხათ კარამელის სოუსი, მოვაყაროთ შოკოლადი და შაქრიანი თხილი. 

დავჭრათ ულუფებად და მივართვათ სტუმრებსა და საყვარელ ადამიანებს.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა