ინგრედიენტები:
ფქვილი 400 გ + საფანელისთვის
კვერცხი 3 ც.
შესქელებული რძე 1 ქილა
მცენარეული ზეთი 0,5 ლ
მარილი მწიკვი
სოდა 1 ჩ.კ.
ვანილი 1 გ
მომზადება:
კვერცხი გატეხეთ და დუმატეთ შესქელებული რძე. არ ათქვიფოთ. ფქვილი გაცერით საცერში.
დაუმატეთ სოდა, მარილი და ვანილი. მოზილეთ ცომი.
მაგიდაზე მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დადეთ ცომი. ოდნავ მოზილეთ, ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური.
გააბრტყელეთ ცომი არა უმეტეს 1 სმ სისქისა.
ორი ზომის ფორმებით (შეიძლება გამოიყენოთ ფინჯანი და არყის ჭიქა) ამოჭერით ფუნთუშები. დაახლოებით გამოდის 30 ცალი.
ქვაბში დაასხით ზეთი და კარგად გააცხელეთ. იმისათვის, რომ შევამოწმოთ გაცხელდა თუ არა ზეთი, საკმარისია ჩაუშვათ ხის პატარა ჯოხი. თუ წამოვიდა ბუშტები, ესე იგი ზეთი კარგად გაცხელდა და შეიძლება შეწვა.
ზეთში ჩაუშვით 4-5 ცალი ფუნთუშა. შეწვით ორივე მხრიდან სანამ არ მიიღებს ლამაზ ოქროსფერს. ზედმეტი ზეთის მოსაცილებლად, დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
შეიძლება მოაყაროთ შაქრის პუდრი და მიიტანოთ ჩაისთან. შეგიძლიათ მოასხათ მინანქარი. ამისათვის გაადნეთ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში 100 გ შოკოლადი და ფუნთუშას ქვედა ნაწილი ამოავლეთ შოკოლადში.
ზემოდან სურვილისამებრ დააყარეთ ქოქოსის ფანტელი. გააჩერეთ 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე იმისათვის, რომ შოკოლადი შესქელდეს.