საჭირო მასალა:
რძე - 500 გრ.
კაკაო - 4 ს.კ.
ნაღები - 150 გრ.
მიწის თხილი - გემოვნებით.
მომზადება:
გააცხელეთ გადადუღებული რძე ნელ ცეცხლზე. დაუმატეთ კაკაო ნე-ნელ და ურიეთ, სანამ კარგად არ გაიხსნება.
ადუღებამდე რომ მივა, გადაიტანეთ სპეციალურ მოზრდილ ჭიქებში და ჩაის კოვზით დაუმატეთ ორ-ორი კოვზი ნაღები.
ზევიდან მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი და წვრილად დაჭრილი მოხალული მიწის თხილი.