რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / დიეტური ჩიზქეიქი, რომელიც არ გაგასუქებთ
დიეტური ჩიზქეიქი, რომელიც არ გაგასუქებთ

ინგრედიენტები ცომისთვის: 

საიუბილეო პეჩენია - 150 

ვაშლის წვენი - 50 გ


ინგრედიენტები შიგთავსისთვის: 

400 გ კრემისებური ხაჭო

350 გ იოგურტი

1,5 კვერცხი

1,5 ს.კ. სახამებელი

3,5 ს.კ. შაქარი

½ ლიმონის ცედრა და წვენი


მომზადება:

პეჩენია წვრილად დაფშვენით. დაუმატეთ ვაშლის წვენი და მოზილეთ პლასტელინის კონსისტენციის ცომი. ხელებით გაანაწილეთ ფორმის ძირში. ათქვიფეთ ხაჭო, იოგურტი, შაქარი, ცედრა და ლიმონის წვენი ერთგვაროვან მასამდე. დაუმატეთ კვერცხი. შემდეგ სახამებელი და კარგად ათქვიფეთ რომ გაიხსნას.

ჩიზქეიქის ფორმის ძირი დაფარეთ ფოლგით. მოცულობით უფრო დიდ ჭურჭელში, ვიდრე ფორმაა, დაასხით იმდენი წყალი, რომ ფარავდეს ჩიზქეიქის ფორმას ნახევრამდე. 

ფორმას ზემოდან დააფარეთ ფოლგა და ჩადგით წყლიან ჭურჭელში. 180 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში შედგით ჩიზქეიქი ორთქლზე გამოსაცხობად, დაახლოებით 50 წუთით.

50 წუთის შემდეგ ღუმელი გამორთეთ და დატოვეთ კიდევ 2 საათით. შემდეგ ამოიღეთ ფორმა ჩიზქეიქით, მოაშორეთ ზედა ფოლგა და გვერდებში მოატარეთ დანა, რომ ადვილად ამოიღოთ. გააციეთ მაცივარში და მიირთვით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა