ინგრედიენტები:
ცომი:
100 გ ნაღების კარაქი
100 გ შავი შოკოლადი
0,5 ჭიქა შაქარი
2 კვერცხი
0,5 ჭიქა ფქვილი
მწიკვი მარილი
0,5 ს.კ. ვანილის შაქარი
პიტნის მინანქარი:
60 გ ნაღების კარაქი
100 გ შაქრის პუდრი
3-4 ს.კ. პიტნის სიროფი
შოკოლადის მინანქარი:
50 გ ნაღების კარაქი
100 გ შავი შოკოლადი
მომზადება:
1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.
2. პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი.
3. მიქსერით აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, შაქარი, კაკაოს ფხვნილი და მარილი.
4. დაუმატეთ გამდნარი კარაქი...
5. და ისევ აურიეთ მიქსერით.
6. დაუმატეთ კვერცხი და ვანილი...
7. და აურიეთ, რომ კვერცხი შეუერთდეს სხვა კომპონენტებს. დიდხანს თქვეფა არ არის
საჭირო.
8. საცხობს დააფინეთ ფოლგა და ზედ მოათავსეთ ცომი. საგულდაგულოდ გაანაწილეთ...
9. და გამოაცხეთ 30-35 წუთი, რის შემდეგაც გამოიღეთ ბრაუნი ღუმელიდან და გააციეთ.
10. სანამ გამოცხვება ბრაუნი, მიქსერით ოდნავ ათქვიფეთ სახლის ტემპერატურაზე
დარბილებული კარაქი...
11. დაამატეთ შაქრის პუდრი, 1 ს.კ. რძე, პიტნის სიროფი და კარგად აურიეთ. ნარევი უნდა გამოვიდეს მსუბუქი და ჰაეროვანი.
12. მწვანე ფერის მისაღებად, დაამატეთ 2-3 წვეთი საკვები საღებავი.
13. წაუსვით კრემი გაციებულ ბრაუნს...
14. და შედგით მაცივარში იმისათვის, რომ კრემი შესქელდეს.
15. მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე გაადნეთ კარაქი და შოკოლადი...
16. და აურიეთ...
17. წაუსვით მაცივრიდან გამოღებულ ბრაუნს და ისევ შედგით მაცივარში.
18. როცა შოკოლადის კრემი შესქელდება, დაჭერით ბრაუნი ნაჭრებად.
გემრიელად მიირთვით!