საჭირო მასალა:
შეკმაზული ქაშაყი - 2 ცალი
კარტოფილი - 1 დიდი ზომის
სტაფილო - 3-4 საშუალო ზომის
ჭარხალი - 3 საშუალო ზომის
მწვანე ხახვი - 1 კონა
მაიონეზი - 1 ცალი
მომზადება:
მოხარშეთ სტაფილო, კარტოფილი და ჭარხალი და გახეხეთ, მსხვილ სახეხზე. პირველ ფენად მოათავსეთ გახეხილი კარტოფილი და ზევიდან ბადისებურად მოასხით მაიონეზი.
დაალაგეთ წვრილად დაჭრილი ქაშაყი, ხახვი და მოაყარეთ გახეხილი სტაფილო. წაუსვით შემდეგ მაიონეზი.
მომდევნო ფენად წაუსვით გახეხილი ჭარხალი და ისევ მაიონეზი. გააჩერეთ სამი საათი მაცივარში და უგემრიელესი შუბა მზად არის.