რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / ღორის ხორცი ფრანგულად - თითებს ჩაიკვნეტთ
ღორის ხორცი ფრანგულად - თითებს ჩაიკვნეტთ
დაგჭირდებათ:

ღორის ხორცი – 300 გრ

ხახვი – 1 ცალი

მაგარი ყველი – 70 გრ

არაჟანი – 4 ს.კ.

მარილი, პილპილი, მწვანილი, მდოგვი, ზეთი


მომზადება:

ღორის ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ორივე მხრიდან დაკეპეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით. 

ლანგარს ზეთი წაუსვით (შეგიძლიათ, მარგარინი გამოიყენოთ). დაალაგეთ ზედ მომზადებული ხორცის ნაჭრები, ერთმანეთთან მჭიდროდ. ზემოდან მოაყარეთ ხახვი.

არაჟანში აურიეთ ცოტა მდოგვი. მომზადებული სოუსი ხახვის ზემოდან გადაუსვით.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 30 წუთით. მერე მოაყარეთ გახეხილი ყველი და კიდევ 5-7 წუთი აცხვეთ. 

ასე მომზადებულ ღორის ხორცს უხდება ახალი ბოსტნეული და მწვანილი.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა