რეცეპტები / სალათები / სალათა - ტიტების თაიგული
სალათა - ტიტების თაიგული

საჭირო მასალა:

საშუალო ზომის, ოდნავ წაგრძელებული, „ხორციანი“ პომიდვრები - 8-9 ცალი

მდნარი ყველი - 200-300 გრ

მოხარშული კვერცხი - 1-2 ცალი

მოხარშული ქათმის ფილე - 200 გრ

მაიონეზი, მწვანე ხახვი, კამა, მარილი, ნიორი და წიწაკა გემოვნებით.


მომზადება:

კარგად გარეცხილი და გამშრალი პომიდვრები ოთხად ჩაჭერით, მხოლოდ ბოლომდე არა. მოაცილეთ რბილობი. 

შიგნით მარილი ჩააყარეთ და 10 წუთით დადგით. ამასობაში გულსართი მოამზადეთ. მდნარი ყველი, ან უმარილო სხვა ყველი წვრილად გახეხეთ, დაამატეთ მოხარშული და დაჩეჩილი ქათმის ფილე, გახეხილი კვერცხი (შეიძლება, სამარხო ვარიანტი სოკოთი გაკეთდეს), მწვანილი, ნიორი, წიწაკა და ცოტა მწვანე ხახვი. 

დანარჩენი გრძელი ხახვები გასაფორმებლად დატოვეთ. მომზადებული გულსართით პომიდვრები გამოტენეთ, მოასუფთავეთ და ლამაზად დააწყვეთ ლანგარზე.

მოსართავად დაუწყვეთ მწვანე ხახვი და კამა. შეიძლება, შუაზე გაჭრილი ბულგარული წიწაკაც გამოიყენოთ და გამზადებულ ტიტებს „ლარნაკად“ დაუდოთ. 


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა