რეცეპტები / გამორჩეული გემო / ქათამი თაფლის სოუსში - ასეთი გემრიელი ქათამი ჯერ არ მიგირთმევიათ
ქათამი თაფლის სოუსში - ასეთი გემრიელი ქათამი ჯერ არ მიგირთმევიათ
ინგრედიენტები:

ქათმის ბარკლები - 6 ცალი

თაფლი - ¼ ჭიქა

სოიოს სოუსი - 2 ს.კ.

ნიორი - 4 კბილი

პაპრიკა - 1 ჩ.კ.

მარილი - 0,5 ჩ.კ.

შავი პილპილი - 0,5 ჩ.კ.

ფქვილი - 100 გ


მომზადება: 

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.  აურიეთ ფქვილი და პაპრიკა  და ყოველი ბარკალი ამოავლეთ ამ ნარევში. 

დააწყეთ ცხიმიან ტაფაზე და დააყარეთ მარილი და პილპილი. ცალკე ჭურჭელში აურიეთ ერთმანეთში თაფლი, სოიოს სოუსი და წვრილად დაჭრილი ნიორი. 

კარგად მოასხით ყველა ბარკალს თაფლის სოუსი. დააფარეთ ტაფას ფოლგა და შედგით ღუმელში 30 წუთით. 

შემდეგ ფოლგა მოაცილეთ და შებრაწეთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიიტანეთ ნებისმიერ გარნირთან ერთად.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა