რეცეპტები / წვნიანები / უკრაინული მჟაუნას სუპი (მწვანე ბორში)
უკრაინული მჟაუნას სუპი (მწვანე ბორში)
ინგრედიენტები:

წყალი (ბულიონი) – 7  ჭიქა

მჟაუნა - 2 ჭიქა

ხახვი - 1 ც.

სტაფილო - 1 ც.

კარტოფილი - 2 ც.

დაფნის ფოთოლი - 1 ც.

მარილი  - გემოვნებით

შავი პილპილი - გემოვნებით

კამა - გემოვნებით

კვერცხი - 3 ც.

არაჟანი - გემოვნებით

მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.


მომზადება:

კარტოფილი და ხახვი დაჭერით კუბიკებად. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ზეთი გააცხელეთ ქვაბში ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ ხახვი და სტაფილო. მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში. 

დაასხით წყალი (ბულიონი), მიიყვანეთ დუღილამდე და დაუმატეთ კარტოფილი. ხარშეთ კარტოფილის მზადყოფნამდე, დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და მარილი.

დაჭერით მჟაუნა, ჩაყარეთ ქვაბში და დაელოდეთ სანამ არ გახდება ზურმუხტის ფერი. დააყარეთ გემოვნებით მარილი და პილპილი  და ხარშეთ კიდევ დაახლოებით 7 წუთი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოდგით. 

მოხარშეთ კვერცხი და წვრილად დაჭერით. ჭამის წინ დაუმატეთ სუპში კვერცხი და არაჟანი.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა