რეცეპტები / ქართული სამზარეულო / ჩაქაფული - კერძი, რომელიც გაზაფხულს უხდება
ჩაქაფული - კერძი, რომელიც გაზაფხულს უხდება
საჭირო მასალა:

ბატკნის ხორცი - 2 კგ

ხახვი - 1 თავი

თეთრი ღვინო - 500 მლ

ქინძი - 4 კონა

ოხრახუში - 4 კონა

ტარხუნა - 6 კონა

მწვანე ხახვი - 4 კონა

ძმარი - 1 ს/კ

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

ტყემალი - 1 ჭიქა


მომზადება:

მწვანილი კარგად გავრეცხოთ, გავარჩიოთ და დავჭრათ. თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად. 

ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.

ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.

ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 

15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. 

თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.

ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავაყაროთ მარილი, წიწაკა  და ძმარი გემოვნებით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა