ინგრედიენტები:
ნაღების კარაქი - 250 გ (დარბილებული)
შაქრის პუდრა - 1 ან 1,5 ჭიქა
ვანილი - მწიკვი
კვერცხი - 10 ცალი, ათქვიფეთ სათქვეფით (ქაფის გარეშე)
არაჟანი - 1 ლ, მოათავსეთ 4 ლ სქელკედლიან ქვაბში, აურიეთ სათქვეფით შეუჩერებლად და
დაუმატეთ კვერცხი
რძე - 3 ლ ( უმჯობესია სოფლის ცხიმიანი ან იყოს პასტერიზებული მაღალცხიმიანი) დაუმატეთ ქვაბში, სადაც არაჟანი და კვერცხია და კარგად აურიეთ.
მომზადება:
დადგით ქვაბი შიგთავსით ქურაზე და, პერიოდულად ურიეთ, სანამ არ გაცხელდება. შრატის გამოყოფის შემდეგ, ქვაბის შიგთავსი გადაასხით თუშფალანგში და გაწურეთ ორფენა დოლბანდში (უნდა ეცადოთ არ მიიყვანოთ ნარევი დუღილამდე, შრატი გამოიყოფა მაშინ, როცა ნარევი ცხელია და არა ადუღებული).
30-60 წუთის განმავლობაში აცადეთ ბოლომდე დაიწუროს. იმისათვის, რომ დააჩქაროთ პროცესი, შეიძლება პერიოდულად აურიოთ ხის კოვზით.
გახეხეთ ხაჭოსებური მასა საცერში. შემდეგ გადაიღეთ ჯამში, დაუმატეთ 250 გ დარბილებული კარაქი, მწიკვი ვანილი და 1 ჭიქა (250 გრამიანი) შაქრის პუდრი და ყველაფერი კარგად აურიეთ. სიტკბოს მოყვარულებს შეგიძლიათ დაუმატონ უფრო მეტიც.
ფორმებში განაწილება
თუ არა გაქვთ სპეციალური პასკის ფორმები, შეიძლება გამოიყენოთ მეტალის რგოლები (გვერდებზე დაკრული პერგამენტით), თუშფალანგები (მოფენილი მარლით) და ნებისმიერი რაღაც, იმიტომ რომ შრატი ამ პასკიდან პრაქტიკულად არ გამოდის და პასკა მზად არის ერთ დღე-ღამეში, ხაჭოს პასკისაგან განსხვავებით.
იმისათვის, რომ პასკა გადმოიღოთ თეფშზე, ძირიდან უნდა გადაწიოთ დოლბანდი, დააფაროთ თეფში და გადააბრუნოთ მთელი „კონსტრუქცია“, შემდეგ მოაშოროთ ფორმა და ფრთხილად მოხსნათ დოლბანდი.
შენიშვნები:
ვინაიდან პასკის მასა ძალიან პლასტიკურია, მისგან შეიძლება ნებისმიერი ფიგურის გამოქანდაკება.
მასაში შეიძლება დაუმატოთ კაკაო ან საღებავები.
ამ პასკაში სრულიად ზედმეტი იქნება ქიშმიშის ან ცუკატების დამატება - ძალიან ნაზი ტექსტურა აქვს.
სამაგიეროდ შეგიძლიათ მორთოთ ცუკატებით ზემოდან ან გვერდებზე, ან მოაყაროთ პასკის ზედაპირს გახეხილი ნიგოზი ან ქოქოსის ფანტელი.