ინგრედიენტები:
კეფირი ან იოგურტი - 0,5 ლ
დაბალცხიმიანი არაჟანი - 1/3 ჭიქა
შაქარი - ¼ ან ½ ჭიქა
ჟელატინი - 1 ს.კ.
ვანილის შაქარი - ½ პაკეტი
მომზადება:
ჟელატინი დაალბეთ ცოტაოდენ წყალში და გააჩერეთ. შემდეგ დადგით მაღალ ცეცხლზე და ურიეთ ხშირად, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააციეთ.
კეფირი, არაჟანი და შაქარი (ჩვეულებრივი და ვანილის) აურიეთ ერთმანეთში და ათქვიფეთ მიქსერით 3 წუთის განმავლობაში.
არ შეაჩეროთ თქვეფა და რძიან მასაში დაუმატეთ გაციებული ჟელატინი და გააგრძელეთ თქვეფა კიდევ 3 წუთი.
მიღებული მასა მაშინვე გაანაწილეთ ბოკალებში ან ფორმებში და შედგით მაცივარში შესქელებამდე.
მზა დესერტი სურვილისამებრ მორთეთ კენკრით, ნიგოზით ან გახეხილი შოკოლადით. ასევე შეიძლება საერთო სითხის რაოდენობის შეუცვლელად, ცოტათი შეამციროთ კეფირის რაოდენობა და დაამატოთ ნებისმიერი ნატურალური კენკრiს წვენი.
ამ შემთხვევაში გამოვა კენკროვან-რძიანი სუფლე.