რეცეპტები / აზიური სამზარეულო / კარტოფილის უგემრიელესი ჩხირები ყველით
კარტოფილის უგემრიელესი ჩხირები ყველით
საჭირო მასალა:

5 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი

2 კვერცხი

2-3 ს.კ. ფქვილი

100 გ. საფანელი

100 გ. მაგარი ყველი

მცენარეული ზეთი

შავი პილპილი

მარილი - გემოვნებით

შეიძლება საყვარელი სანელებლების დამატება


მომზადება:


კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, გაფცქვენით, გახეხეთ სახეხზე ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ კვერცხი, სანელებლები, მარილი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და ისევ აურიეთ. 

ყველი დაჭერით საშუალო ზომის „მართკუთხედებად“.

სველი ხელებით გააკეთეთ კარტოფილის ჩხირები, შუაში ჩაუდეთ ყველი, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ოთხივე მხრიდან მცენარეულ ზეთში ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.    

კარტოფილის ჩხირების მიტანა სუფრაზე შეიძლება ცხელ მდგომარეობაშიც საყვარელ საწებელთან ერთად.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა