რეცეპტები / გამორჩეული გემო / მარტივი, ჯანსაღი და უგემრიელესი საუზმე სამი ინგრედიენტით
მარტივი, ჯანსაღი და უგემრიელესი საუზმე სამი ინგრედიენტით
საჭირო მასალა:

პომიდორი - 2

კვერცხი - 2

ლორი - 50 გ

კამა ან მწვანე ხახვი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

კარაქი ან მცენარეული ზეთი


მომზადება:

პომიდორი ფრთხილად გადაჭერით ზევიდან. ამოაცალეთ გული და დააბლენდერეთ. ტომატს დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და კარაქი ან მცენარეული ზეთი. 

მიღებულ მასაში აურიეთ წვრილად დაჭრილი ლორი და ჩაასხით პომიდორში უკან, ოღონდ ისე, რომ კვერცხის ჩახლის შემდეგ არ გადმოვიდეს. 

როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ჩაახალეთ კვერცხი და მოაყარეთ ზევიდან პილპილი, დაჭრილი მწვანილი და მარილი. გამოაცხეთ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. 


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა