ინგრედიენტები:
200 გ - თეთრი ბატონი
250 გ - ქათმის ფილე
150 გ - ყველი
300 გ - კიტრი
150 გ - ხახვი
1 კონა - მწვანე სალათის ფურცლები
სხვა მწვანილები - გემოვნებით
შესანელებლად:
4 ს.კ. - მცენარეული ზეთი
3 კბილი - ნიორი
1 ს.კ. - 6% ძმარი
მარილი
წიწაკა
მომზადება:
ფილე მოხარშეთ, შემდეგ გააციეთ და წვრილად დახიეთ. დაჭერით კუბიკებად თეთრი ბატონი და შეწვით ისე, რომ გაოქროსფერდეს.
კიტრი დაჭერით ჩხირებად. ასევე დაჭერით რგოლებად ხახვი. შემდეგ გახეხეთ სახეხზე ყველი.
შესანელებლად აურიეთ ერთმანეთში ძმარი, მარილი, მცენარეული ზეთი, წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი.
დაჭერით ან ხელებით დახიეთ სალათის ფურცლები, დაუმატეთ კიტრი, ქათმის ფილე, ხახვი, ყველი, ორცხობილა და ბოლოს მოასხით სანელებელი და კარგად აურიეთ.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ დაკონსერვებული სიმინდი.