ინგრედიენტები:
კვერცხი -2 ც.
შაქარი - 3 ჭიქა
კაკაო - 2 ს.კ.
ფქვილი - 4 ს.კ.
ვანილი - მწიკვი, ან ვანილის შაქარი - 1 ც.
თხილი - 1 ჭიქა
კარაქი ნაღების - 1 ჩ. კ.
რძე - 2 ჭიქა
მომზადება:
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ფქვილი, კაკაო, გახეხილი ან გატარებული თხილი, კარაქი, ვანილინი და კარგად აურიეთ.
შემდეგ დაუმატეთ რძე და ისევ აურიეთ. მიღებული ნარევი დადგით ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ შესქელებამდე.
მორჩა! სახლის ნუტელა მზად არის!