ინგრედიენტები:
კალმარები 1 კგ
ძეხვი ჩორიზო 150 გ
ხახვი 2 ც.
ნიორი 4 კბილი
ტომატები საკუთარ წვენში 800 მლ
ბულგარული წიწაკა 1 ც.
გრძელი ბრინჯი 150 გ
მცენარეული ზეთი 4 ს.კ.
მარილი, წიწაკა გემოვნებით
მწვანილი
მომზადება:
კალმარები გაალღვეთ, გარეცხეთ და გაასუფთავეთ. 1 ხახვი და 2 კბილი ნიორი წვრილად დაჭერით. ღრმა ტაფაში გააცხელეთ 2 ს.კ.ზეთი და ოდნავ მოშუშეთ ხახვი და ნიორი.
დაუმატეთ ზოლებად დაჭრილი წითელი ტკბილი ბულგარული წიწაკა და მოშუშეთ კიდევ 5 წუთი.
შემდეგ დაამატეთ დაკონსერვებული პომიდორი წვენით, მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. დააყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მოამზადეთ შიგთავსი
წვრილად დაჭერით 1 ხახვი, 2 კბილი ნიორი და ძეხვი. ტაფაში გააცხელეთ 2 ს.კ. ზეთი და ყველაფერი მოშუშეთ სანამ არ გახდება ოქროსფერი.
შემდეგ გადმოდგით და დაამატეთ მოხარშული ბრინჯი. დააყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით და კარგად აურიეთ.
მიღებული ნარევით ამოავსეთ კალმარები. ღრმა ტაფაში ჩაასხით სოუსი და ჩააწყეთ ფარშიანი კალმარები. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.
მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.