ისპანახი - საოცრება, რომელიც ადამიანს უმარავი დაავადებისგან განკურნებაში ეხმარება
ევროპაში ისპანახი ჯვაროსნებმა შუა საუკუნეებში შემოიტანეს. თავდაპირველად მისი კულტივიზაცია ბერებმა დაიწყეს. მათ ისპანახი მონასტრის ტერიტორიაზე მოჰყავდათ.
მე-16 საუკუნეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ისპანახის პური და წვენი. პურს ისპანახის დაფქული თესლისგან აცხობდნენ, რაც შეეხება წვენს, ფართოდ გამოიყენებოდა კულინარიაში, ოღონდ დეკორატიული მიზნებისთვის.
ისპანახის წვენით ღებავდნენ კარაქს, ნაღებს, სხვადასხვა სახის კრემებსა და სოუსებს.
ბუნებრივი შეფერილობის გარდა, ისპანახის წვენი სავსე იყო სასარგებლო ვიტამინებით, რის გამოც ძალიან მალე ფართოდ გავრცელდა მთელ ევროპაში.
ისპანახი უნიკალურია თავისის შემადგენლობით. მასში ბევრია ცილები და თავმოყრილია თოთხმეტამდე სახეობის ვიტამინი. ასევე სხვადასხვა სახეობის მიკროელემენტები, რომლებიც მთლიანობაში ისპანახს შემდეგ სამკურნალო თვისებებს ანიჭებენ.
არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ნირმაში მოჰყავს კუნთოვანი უჯრედების ფუნქციონირება, უზრუნველყოფს კანის, თმის და ფრჩხილების სიჯანსაღეს.
ამაგრებს გულის კუნთებს და პასუხიმგებელია ჯანმრთელ გულზე. ამაღლებს იმუნიტეტს.
ეხმარება ორგანიზმს ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებაში. ამავე დროს ზრდის კანის მგრძნობიარობას ულტრაიისფერი სხივების მიმართ. უზრუნველყოფს ლამაზ რუჟს და თმის ფერს.
ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევის პროცესს და უჯრედების სუნთქვას.
გამოდევნის ორგანიზმიდან წყალს, რითაც ხელს უშლის ცელულიტის ჩამოყალიბებას.