სასარგებლო / ჯანმრთელი კვება / ტეკილა - სასარგებლო სასმელი კუჭ-ნაწლავის პრობლემების წინააღმდეგ
ტეკილა - სასარგებლო სასმელი კუჭ-ნაწლავის პრობლემების წინააღმდეგ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პოპულარული მექსიკური სასმელი ტეკილა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს. რა დაავადებებს შველის ეს სასმელი?

ტესტებმა აჩვენა, რომ ტეკილას ძირითად კომპონენტს _ მექსიკური ლურჯი აგავის ექსტრაქტს, კუჭის კიბოსა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვა დაავადებების პროფილაქტიკის უნარი აქვს.

მექსიკელმა მეცნიერებმა უამრავი პრეპარატი წარმოადგინეს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შეიძლებოდა გამოეყენებინათ, მაგრამ ყოველი მათი ცდა უშედეგოდ დასრულდა.

მეცნიერებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან კუჭის წვენი პრეპარატების შემადგენელ ყველა ნივთიერებას შლიდა. მხოლოდ ლურჯი აგავის ექსტრაქტი, რომელიც ფრუქტინის განსაკუთრებულ ნივთიერებებს შეიცავს, არ დაექვემდებარა კუჭის წვენის ზემოქმედებას.

ეს გამოკვლევა მომავალში ხელს შეუწყობს კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადებების სამკურნალო ახალი პრეპარატის შექმნას.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა