სასარგებლო / საინტერესო ამბები კულინარიიდან / ფინიკი - უბრალოდ ნუგბარი, წამალი თუ გემრიელი კერძი
ფინიკი - უბრალოდ ნუგბარი, წამალი თუ გემრიელი კერძი
ფინიკს „უდაბნოს პურს“ ეძახიან. ფინიკის ნაყოფს ოდითგანვე უამრავ კეთილ თვისებას მიაწერენ. ამბობენ, რომ ჩინეთში ცხოვრობენ 100 წლის მოხუცები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ფინიკს მიირთმევენ. ყოველ შემთხვევაში ის დადგენილი ფაქტია, რომ დიეტოლოგები კვების სპეციალურ რეჟიმზე მყოფ ადამიანებს ურჩევენ, ტკბილეული ფინიკით ჩაანაცვლონ.


ფინიკი ერთ-ერთი უძველესია ხილთა შორის, მას ველური სახით არაბები ჯერ კიდევ 5-7 ათასი წლის წინ მიირთმევდნენ. ფინიკის პალმის გამოსახულება ძველეგვიპტურ პაპირუსებზეა დატანილი. ძველი ბაბილონელები მისგან ღვინოს და ძმარსაც ამზადებდნენ. ხანგრძლივ ლაშქრობაში მიმავალ ბედიუნებს აუცილებლად მიჰქონდათ თან 2 ტომარა გამშრალი ფინიკი, რომელსაც ცხენს ხურჯინივით, აქეთ-იქით გადაკიდებდნენ. 


ფინიკის ნაყოფი შეიცავს რკინას, ფოსფორს, მინერალურ მარილებს, A და B ჯგუფის ვიტამინებს, პროტეინს და ა.შ. დიეტოლოგების აზრით, დღეში 10 ცალი ფინიკი და 1 ჭიქა რძე სრულად აკმაყოფილებს ორგანიზმის კვებით მოთხოვნებს. 


აღსანიშნავია ისიც, რომ ფინიკი ბევრ ცილას შეიცავს, რომელიც, როგორც წესი, არ გვხვდება ხილის სხვა სახეობებში. ასე რომ, თუ აღმოსავლელ ბრძენებს ენდობით, ფინიკით თურმე ხორციანი კერძების ჩანაცვლებაც შეიძლება.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა