მედიკოსებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც ზაფხულში არათუ მოხდენილი გარეგნობის შენარჩუნებაში, ზედმეტი კილოგრამების დაკლებაშიც კი დაგეხმარებათ. ეს პროდუქტი გახლავთ:
სტაფილო, საზამთრო, ყურძენი, თხილეული, მწვანე ჩაი.
სტაფილო რომ სასარგებლო და გემრიელი პროდუქტებია, ამაზე კარგა ხანია აღარავინ დავობს. სტაფილო ძალიან სასარგებლოა კანისთვის, განსაკუთრებით ცხელ ზაფხულში. ბეტა-კაროტინი, რომელსაც სტაფილო შეიცავს, ხელს უწყობს სწრაფად გარუჯვას და შემდეგ ნარუჯის დიდხანს შენარჩუნებას.
ჩაცივებული საზამთრო საუკეთესო გამაგრილებელი საშუალებაა ზაფხულის ხვატში, ამასთან, კლავს წყურვილს, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავისა და თირკმლების მუშაობას. რაც მთავარია, ის სულაც არ არის კალორიული და თან ძალიან გემრიელია.
ყურძენი აფერხებს კანის დაბერების პროცესს. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდობის შენარჩუნებას. ყურძენი ძალიან სასარგებლო, დაბალკალორიული ხილია.
თხილეული უფრო მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე რომელიმე ხილი ან ბოსტნეული, მიუხედავად ამისა, ის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემისთვის სასარგებლოა, თან თხილეულს ბევრს ვერ შეჭამ.
რაც შეეხება სასმელს, მეცნიერები უპირატესობას მწვანე ჩაის ანიჭებენ. ის უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს და კარგად წვავს ცხიმებს. შეგიძლიათ, მწვანე ჩაის ცოტაოდენი თაფლი და ლიმონის წვენი დაუმატოთ, კარგად გააცივეთ და სასიამოვნო გამაგრილებელ სასმელს მიიღებთ.