რეცეპტები / ბოსტნეულის კერძები / ყველაზე გემრიელად შემწვარი კარტოფილი სოუსით
ყველაზე გემრიელად შემწვარი კარტოფილი სოუსით
ინგრედიენტები:

დაახლოებით 800 გ კარტოფილი

1-2 ს.კ. მცენარეული ზეთი 


სოუსი:

220 გ ცხიმიანი არაჟანი

2 კბილი ნიორი

1 დესერტის კოვზი მარილი

შავი პილპილი გემოვნებით

2-3 ს.კ. დაჭრილი კამა


მომზადება:

1. კარტოფილი გაჭერით შუაზე და დაჭერით თხელ ნაჭრებად. აიღეთ კარტოფილის ისეთი რაოდენობა, რომ შეესაბამებოდეს ტაფის ზომას, თორემ შეწვის დროს კარტოფილი დაიშლება.

2. ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, დააწყეთ კარტოფილი გაჭრილი ადგილით ქვემოთ, დაელოდეთ 1-2 წუთი, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და დაახურეთ თავსახური. კარტოფილი მზად იქნება 25-30 წუთში, მანამდე სახურავი არ მოხადოთ. მარილის მოყრა  არ არის საჭირო - მარილს „მისცემს“ სოუსი.

3. სანამ შეიწვება კარტოფილი, მოამზადეთ სოუსი. არაჟანი აურიეთ მარილთან ერთად, დაამატეთ დაჭრილი კამა, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი და ისევ კარგად აურიეთ ერთმანეთში. სოუსი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა