სპაგეტი პიტერ კლემენცის რეცეპტით ფილმიდან “ნათლია” - როგორ სპაგეტის ამზადებენ მაფიოზები!
პიტერ კლემენცი – მარიო პიუზოს “ნათლიას” ერთ-ერთი მთავარი გმირია. ამავე სახელწოდების ფილმიდან გემახსოვრებათ, როგორ აზიარებს ახალგაზრდა მაიკლ კორლეონეს კლემენცი სპაგეტის სოუსის მომზადების საიდუმლოს. მოდი, ჩვენც გავიგოთ, როგორ სპაგეტის ამზადებენ მაფიოზები!
დაგჭირდებათ:
500 გ ღორის ხორცის ძეხვი, ფარში ან მზა ტეფტელები (ორიგინალში იტალიური სალსიჩა გამოიყენეს).
1 ქილა პომიდვრის კონსერვი საკუთარ წვენში;
1 ჩ.კ. ტომატპასტა.
4 კბილი ნიორი;
1 საშულო ზომის ხახვი;
ზეითუნის ზეთი;
ნახევარი ცხარე წიწაკა;
ხმელი ორეგანო 1 ჩ/კ;
წითელი მშრალი ღვინო 150 მლ;
მარილი, შაქარი და შავი პილპილი გემოვნებით;
ქორფა ოხრახუში და რეჰანი;
გახეხილი პარმეზანი გემოვნებით.
მომზადება:
თავდაპირველად მოხრაკეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეითუნის ზეთში, უფრო სწორად შეწვით (განგსტერები ასე აკეთებენ). აიღეთ ძეხვი, გაფცქვენით, დაჭერით და მოხრაკეთ ხახვთან და ნიორთან ერთად დაბალ ცეცხლზე.
ახლა დაუმატეთ დაჭრილი, დაკონსევრებული პომიდორი ტაფაზე, ქილის ნახევარ წვენთან ერთად. ზედმეტად სქელი სოუსის გათხელებას ყოველთვის შეძლებთ დარჩენილი ტომატის წვენით. ჩაჭყლიტეთ პომიდორი ჩანგლით.
ახლა დაუმატეთ ტომატპასტა, ცხარე წიწაკა და ორგანო. მიიყვანეთ სოუსი ადუღებამდე, თან შიგადაშიგ ურიეთ, ადუღეთ 15-20 წუთი საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ ღვინო და კიდევ 5 წუთი ხარშეთ. ახლა შაქარი და მარილი ჩააყარეთ. სოუსი საშუალოდ სქელი უნდა გამოვიდეს. თუ თხელია, კიდევ გააგრძელეთ დუღილი.
ახლა სპაგეტის დროა. დიდ ქვაბში აადუღეთ მარილწყალი, მოხარშეთ სპაგეტი, გადაწურეთ.
ამოიღეთ თეფშებზე, მოასხით მომზადებული სოუსი, მოაყარეთ დაფქული შავი პილპილი, ხაჭრილი ოხრახუში, რეჰანი და გახეხილი პარმეზანი.