რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ბავშვობის გემო - უგემრიელესი სიგარეტების მარტივი რეცეპტი
ბავშვობის გემო - უგემრიელესი სიგარეტების მარტივი რეცეპტი
ტკბილეულის მოყვარულებისთვის ჩასანიშნი! 

ინგრედიენტები: 

ფქვილი 4 ჭიქა 

კარაქი 200 გ 

არაჟანი 200 გ 

კვერცხი 1 ცალი 

მარილი 0,5 ჩ/კ სოდა ძმრით 

0,5 ჩ/კ მარმელადი 


მომზადების წესი:


3 ჭიქა ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაუმაატეთ დარბილებული კარაქი, კვერცხი, მარილი და არაჟანი, სოდა ძმრით, მოზილეთ ზომი.

მეოთხე ჭიქა ფქვილი დაყარეთ მაგიდაზე და მასზე გადაიტანეთ ცომი. მოზილეთ არც ისე მაგარი, მაგრამ ელასტიკური ცომი!

გააკეთეთ გუნდა, მოათვსეთ უკან ჯამში, გადააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში.
ახლა დაჭერით მარმელადი 4-4 ნაწილად, ისე, რომ მოგრძო ნაჭრები მიიღოთ. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით 4 ნაწილად, თითოეული ააგუნდავეთ და გააბრტყელეთ წრის ფორმად.

დაჭერით წრე 12 სეგმენტად, თითოეული ნაწილის ფართო ადგილას მოათავსეთ მარმელადი და გადაახვიეთ.

მოათავსეთ რულეტები ფქვილმოყრილ ტაფაზე. აცხვეთ 200-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა