შავი ქლიავის ჩირი ნიგვზის გულითა და არაჟნის სოუსით -სასარგებლო დესერტი თქვენი შვილებისთვის...
ინგრედიენტები:
შავი ქლიავის ჩირი უკურკო 1 კგ;
ნიგოზი 200 გ;
არაჟანი 1 ქილა;
შაქარი გემოვნებით.
მომზადება:
ბასრი დანით ჩაჭერით ერთი მხრიდან შავი ქლიავის ჩირი და დამალეთ მასში გაფცქვნილი კაკლის ერთი ლებანი.
ჯამში ათქვიფეთ არაჟანი შაქართან ერთად. შაქრის რაოდენობა და არაჟნის ცხიმიანობა თქვენი სურვილისამებრ განსაზღვრეთ.
მოათავსეთ ნიგვზისგულიანი შავი ქლიავი ჩირები (1/3-დი) თეფშზე, მოასხით არაჟნის კრემი (ასევე 1/3-დი). ზემოდან დაადეთ ისევ ჩირები, მოასხით კრემი და ასე შემდეგ...
შედგით მომზადებული დესერტი მაცივარში რამდენიმე საათით (იდეალური იქნება მთელი ღამით), რათა შავი ქლიავის ჩირს გაუჯდეს არაჟანი. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ პიტნის ფოთლებით.