რეცეპტები / სასმელი / რძის კისელი ვანილითა და შოკოლადით - სასარგებლო და გემრიელი სასმელი თქვენი პატარებისთვის
რძის კისელი ვანილითა და შოკოლადით - სასარგებლო და გემრიელი სასმელი თქვენი პატარებისთვის
ინგრედიენტები:

რძე 500 მლ

სახამებელი (კარტოფილის ფქვილი) 1 ს/კ

ვანილის ჩხირი 1 ცალი

შაქარი 3 ს/კ

გახეხილი შოკოლადი 1 ს/კ


მომზადება:


1. ვანილის ჩხირი ბასრი დანით გაჭერით სიგრძეზე 2 ნაწილად და ამოაცალეთ შიგთავსი – პატარა შავი მარცვლები.

2. სახამებელი გახსენით ნახევარ ჭიქა რძეში. იმისათვის, რომ არ შეკორკოშელავდეს ფქვილი, რძე მას წვრილი ნაკადით დაუმატეთ, თან ურიეთ.

3. დარჩენილი რძე ჩაასხით პატარა ქვაბში, დაუმატეთ ვანილის ჩხირი თავისი მარცვლებით, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ჩაუმატეთ წვრილი ნაკადით სახამებლიანი რძე, თან ურიეთ.

4. დაუმატეთ შაქარი ან თაფლი (თაფლი აჯობებს იყოს, აკაციის). ხარშეთ 2-3 წუთი, თან შეუჩერებლად ურიეთ.

5. მზა კისელი გააგრილეთ 15 წუთის განმავლობაში, ჩამოასხით ფინჯნებში და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, ან კაკაოს ფხვნილი.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა