ინგრედიენტები:
შაქარი 1 ს/კ;
ხაჭო 400 გ;
კვერცხი 2 ცალი;
ფქვილი 1 ჭიქა
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
1. თავიდანვე დადგით ქვაბით წყალი ასადუღებლად და შეუდექით კეთებას.
2. ხაჭო, კვერცხი და შაქარი ერთმანეთში კარგად აურიეთ, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ფქვილი.. მიიღებთ ხაჭოს ცომს.
3. დაყარეთ სამუშაო მაგიდაზე ფქვილი, გადაიტანეთ ცომი, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
4. მიეცით ძეხვის ფორმა, დაჭერით პატარა ნაჭრებად.
5. ჩაყარეთ ადუღებულ მარილიან წყალში და ხარშეთ 3 წუთი მას შემდეგ, რაც ცომები ზემოთ ამოტივტივდება.
6. მიირთვით შაქრით, არაჟნით, შედედებული რძით, მურაბით ან სხვა სოუსით.