სასარგებლო / ჯანმრთელი კვება / იმუნიტეტის ასამაღლებელი ჯანჯაფილის მურაბა ლიმონით
იმუნიტეტის ასამაღლებელი ჯანჯაფილის მურაბა ლიმონით
წლის ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ჯანმრთელობის მიმართ. შემოდგომასა და გაზაფხულზე ხომ ყველაზე დიდი რისკია, შეგვხვდეს სხვადასხვა ვირუსი. ამიტომაც, ზუსტად ის დროა, გავიკაჟოთ იმუნიტეტი.


ეს დესერტი არა მარტო უგემრიელესია, არამედ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ორგანიზმის გაკაჟების საუკეთესო საშუალებაც.


ინგრედიენტები:


ჯანჯაფილის ფესვი

3 ლიმონი

1/2 სუფრის ლიტრი თაფლი


მომზადების წესი:


დაჭერით ლიმონი კუბიკებად (კანიანად) ჩაყარეთ ლიტრიან ქილაში, რომელშიც შეინახავთ მურაბას. შემდეგ ხელის ბლენდერით კიდევ უფრო დააქუცმაცეთ ლიმონი. 

მოაყარეთ სახეხზე გახეხელი ჯანჯაფილის ფესვი და დაასხით თაფლი.

ხის კოვზით კარგად მოურიეთ, ჰერმეტულად დაახურეთ თავსახური და შეინახეთ გრილ ადგილას (არა მაცივარში). 

დაუმატეთ მურაბა ჩაიში ან წაისვით პურზე. მთავარია, ყოველდღე მიირთვათ.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა