ინგრედიენტები:
ქათმის ხორცი - 400 გ
ყველი - 100 გ
კივი - 3 ცალი.
პომიდორი - 2 ცალი.
კვერცხი - 4 ცალი.
ხახვი - 1 ცალი.
მაიონეზი - 300 გრ
მარილი და პილპილი - გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშეთ ქათმის ხორცი მარილიან წყალში და ოთხკუთხედებად დაკეპეთ. ყველი გახეხეთ სახეხზე, წვრილად დაჭერით ხახვი. პომიდორი პატარა კუბიკებად.იგივენარიად დაჭერით მოხარშული კვერცხი.
კივი გაფრცქვენით და დაჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
ჭურჭელს თხელ ფენად წაუსვით მაიონეზი და შემდეგ პირველ ფენად დაალაგეთ ქათამი, ზევიდან მოაყარეთ ხახვი და წაუსვით მაიონეზი. მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაალაგეთ პომიდორი.
ისევ მოაყარეთ ხახვი და წაუსვით მაიონეზი. შემდეგ კვერცხი და ისევ მაიონეზი. მორთეთ კივით და გააჩერეთ ორი საათი სანამ მიირთმევთ.