რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / როგორ მოვამზადოთ ფერადი და ძალიან გემრიელი ბლინები
როგორ მოვამზადოთ ფერადი და ძალიან გემრიელი ბლინები
გაზაფხულზე ყველგან და ყველაფერში, საკვებშიც კი ლამაზ ფერებს ვეძებთ. ყველიერის კვირაში, როცა თითქმის ყველა ოჯახში ცხვება ბლინები, ჩვენ ორიგინალურ იდეას გთავაზობთ. 

მოამზადეთ ფერადი ბლინები და გაახარეთ დიდი თუ პატარა ამ გემრიელობით.

რაც მთავარია, ფერადი ბლინების მოსამზადებლად საკვები საღებავები არ დაგჭირდებათ, კაშკაშა ფერის მისაცემად გამოვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს.

ინგრედიენტები 3 ფერის ცომისთვის:

დაახლოებით 2 ჭიქა ფქვილი;

2,5 ჭიქა რძე (უმჯობესია, ცხიმიანი)

3 კვერცხი;

1 ს/კ შაქარი (თუ ტკბილი გულსართით აკეთებთ – მეტიც შეგიძლიათ);

0,5 ჩ/კ მარილი;

0,5 ჩ/კ სოდა ძმრით;


შესაღებად:

2 ს/კ ჭარხლის წვენი (წითელი ფერისთვის);

0,5 ს/კ კურკუმა (ყვითელი ფერისთვის);

0,5 ჭიქა ქორფა ისპანახი (მწვანე ფერისთვის);

2 ს/კ სტაფილოს წვენი (ნარინჯისფერისთვის);

2 ს/კ კაკაო (შოკოლადის ფერისთვის).


მომზადება:


მოამზადეთ ცომი: ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად, ჩააცერით ფქვილი. დაუმატეთ თბილი რძე, ზეთი, სოდა ძმრით ან 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი. 

ათქვიფეთ ხელის ზამბარით ან მიქსერით ნელ სიჩქარეზე. ცომი საკმაოდ თხელი უნდა გამოვიდეს. შეგიძლიათ ცომი მაშინვე გამოიყენეოთ, ან შედგათ მაცივარში 20 წუთი. ამ დროის განმავლობაში კი ფერის მიმცემი მოამზადოთ.

გახეხეთ ბოსტნეული (სტაფილი, ჭარხალი) ყველაზე წვრილ სახეხზე, გამოწორეთ მარლის ან საცრის მეშვეობით წვენი.

ისპანახი დააქუცმაცეთ და ასევე გამოწურეთ წვენი. 

გაყავით ცომი 3 ნაწილად, გადაასხით სხვადასხვა ჯამში. დაუმატეთ თითოეულს სხვადასხვა ფერის წვენი და კარგად აურიეთ.

აცხვეთ გახურებულ, ზეთწასმულ ტაფაზე. დაასხით პატარა ულუფებად, რათა ბლინები თხელი გამოვიდეს. თუ ბლინი ტაფას ეკრობა, ცომში 1 ს/კ ზეთი დაუმატეთ და ცომის ყოველი დასხმის წინ, ტაფასაც წაუსვით ხოლმე ზეთი.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა