რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / მადამ ბოვარი - დელიკატესი ოჯახური შეკრებისთვის
მადამ ბოვარი - დელიკატესი ოჯახური შეკრებისთვის
საჭირო მასალა:

კარტოფილი -1 კგ

ფარში  (ან ქათმის ფილე) - 600-700 გ

ხახვი - 1 დიდი თავი

ტკბილი წითელი წიწაკა - 1 ცალი

მოხარშული კვერცხი - 2 ცალი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

გახეხილი ყველი - 200 გ

მაიონეზი (ნაკლებად ნოყიერი გამოვა თუ არაჟანით ჩაანაცვლებთ) - 200 გ

ნიორი - 1 კბილი


მომზადება:


მოხარშული კარტოფილი, დაჭერით და შეწვით ოდნავ. ფარშით თუ აკეთებთ მოშუშეთ ცხელ ტაფაზე წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. 

ფილეს შემთხვევაში დაჭერით პატარა კუბიკებად და ასევე მოშუშეთ ხახვთან ერთად. დაუმატეთ მარილი და პილპილი. თხლად დაჭერით ბულგარული წიწაკა და ხახვი. 

მაიონეზს დაუმატეთ გაჭყლეტილი ნიორი. შეგიძლიათ ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოთ არაჟნით.

ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ცხიმი. ჯერ დაალაგეთ დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ ფარში ან ქათმის ფილე, შემდეგ დაჭრილი ბულგარული და თხლად დაჭრილი ხახვი. 

შემდეგ გაანაწილეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით მაიონეზი. კარგად გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წუთით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა