რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ხაჭოს უნაზესი ფუნთუშები
ხაჭოს უნაზესი ფუნთუშები
ხაჭოს ეს უნაზესი ფუნთუშები – შესანიშნავი მსუბუქი დესერტია მეგუბრული შეხვედრებისთვის ჩაისთან. რაც მთავარია, სწრაფად მზადდება.


ინგრედიენტები:

200-250 გ ხაჭო;

1 კვერცხი;

3 ს/კ შაქარი;

0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი;

100 გ ფქვილი;

მწიკვი მარილი;

ზეთი შესაწვავად.


მომზადების წესი:

ხაჭო, კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ კარგად.

დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მარილი, ფქვილი ჩააცერით და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ხელებზე ოდნავ უნდა გეკრობოდეთ.

გაყავით ცომი 4 ნაწილად, თითოეული დაახვიეთ ძეხვივით დაახლოებით 3,5 სმ-ს სისქის.
საშუალო ცეცხლზე დადგით სქელძირიანი ქვაბი, ჩაასხით ზეთი იმდენი, რომ ცომის ნაჭრებმა მასში იტივტივოს. 

სათითაოდ ჩააგდეთ ცომის ნაჭრები და მოხარშეთ ადუღებულ ზეთში.

შემწვარი ფუნთუშები გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს და მოაყარეთ შაქრის პუდრა.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა