რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ტორტი „შავი ტყე“ - ნამდვილი აღმოჩენა გურმანებისთვის
ტორტი „შავი ტყე“ - ნამდვილი აღმოჩენა გურმანებისთვის
ორიგინალური და საოცრად გემრიელი დესერტი გაყინული ალუბლით. თავისი გემოთი ეს ტორტი უკლებლივ ყველას დაიპყრობს!

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:


270 გ ფქვილი;

6 კვერცხი;

2 ჩ/კ გამაფხვიერებელი;

200 გ კარაქი;

300 გ შაქარი;

6 ჩ/კ კაკაო.


კრემისთვის:

800 გ 30 %-იანი ნაღები;

1 ჭიქა შაქრის პუდრა;

500 გ გაყინული ალუბალი.


დასანამად:

ალუბლის წვენში გახსნილი 100 გ არაყი.


მოსართავად:

ალუბალი;

გახეხილი შოკოლადი.


მომზადება:


1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. დაუმატეთ გოგლი-მოგლს ცალკე ჯამში ერთმანეში არეული ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. ყველაფერი კარგად აურიეთ.

2. გაყავით ცომი 2 ნაწილად.

3. გამოაცხვეთ ორი ბისკვიტი. ერთი შედარებით უფრო თხელი, მეორე სტანდარტული.

4. გააცივეთ ბისკვიტები. სტანდარტული ბისკვიტი გაჭერით შუაზე ისე, რომ თანაბარი ნაწილები მიიღოთ.

5. დანამეთ თითოეული ბისკვიტი ალუბლის სიროფით.

6. ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად. ცოტაოდენი ნაღები და ალუბალი მოიტოვეთ ტორტის ზემოდან მოსართავად.

7. ათქვეფილ ნაღებს შეურიეთ ალუბლები. წაუსვით კრემი თითოეულ ბისკვიტის ფენას და ააწყვეთ ტორტი.

8. დარჩენილი ნაღები წაუსვით ტორტის სულ ზედა ფენას (შეგიძლიათ საკონდიტრო ტომრითა და ფორმებით მორთოთ თქვენი ფანტაზიით). მორთეთ ალუბლებითა და გახეხილი შოკოლადით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა