რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / საბაიონი - იტალიური ნუგბარი, რომლის გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ
საბაიონი - იტალიური ნუგბარი, რომლის გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ
საჭირო მასალა:

კვერცხის გული - 6
შაქარი - 150 გ
თეთრი ღვინო - 200 მლ
ვანილი
ნუში - მოსართავად 

მომზადება:

6 კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ, შეურიეთ თეთრი მშრალი ღვინო და ვანილი. მასა მოათავსეთ მინის ან მეტალის ჭურჭელში და მოხარშეთ ორთქლის აბაზანაზე. პატარა ქვაბში 1/3-ზე ჩაასხით წყალი და ავადუღოთ. ქვაბზე დადგით კრემით სავსე ჯამი. 

წყალი ქვაბის ძირს არ უნდა ეხებოდეს. კრემს ურიეთ, რომ არ მიიწვას. როდესაც შესქელდება, გადმოდგით, ჩაასხით სასურველ ფორმებში და კარგად გააციოთ. მზა დესერტი მიირთვით ნუშთან ერთად.

კრემის მომზადებას დასჭირდება დაახლოებით 20 წუთი, გასაციებლად კი სასურველია 2 საათით შედგით მაცივარში. 


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა