რეცეპტები / წვნიანები / უგემრიელესი და სასარგებლო ისპანახის სუპი ლორით
უგემრიელესი და სასარგებლო ისპანახის სუპი ლორით

ისპანახის სუპი უგემრიელესი და, რაც მთავარია, სასარგებლოა. აღნიშნული მასალა გეყოფათ ორი პორციისთვის


საჭირო მასალა:


ისპანახი - 110 გრ.

კარაქი - 25 გრ.

ნაღები - 100 გრ.

რძე - 200 გრ.

ბეკონი - 1 ნაჭერი

ოხრახუში - 1 კონა

კამა - 1 კონა

ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი - გემოვნებით


მომზადება:


ქვაბი კარგად გააცხელეთ და ჩადეთ კარაქი. ბოლომდე დადნობის შემდეგ დაუმატეთ ისპანახი და შუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ნაღები, რძე და წამოადუღეთ. სურვილის შემთხვევაში სისქისთვის დაუმატეთ ცოტაოდენი სახამებელი. 


დასასრულს შეანელეთ მარილით. ცალკე ტაფაზე, ზეითუნის ზეთში შეწვით ბეკონი ორივე მხრიდან. შემდეგ გადმოიტანეთ თეფშზე და გაჭერით ორ ნაწილად. 


მზა ისპანახის სუპი გადაიტანეთ ორ მათლაფაზე და ზევიდან დაადეთ თითო ნაჭერი ბეკონი. შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა