რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / შოკმანჟე - დაუვიწყარი გემო გურმანებისთვის
შოკმანჟე - დაუვიწყარი გემო გურმანებისთვის
საჭირო მასალა:


კვერცხი 5 ცალი

შაქარი 100 გრ

კარაქი 100 გრ

შოკოლადი 100 გრ

კაკაო 3 სკ

კონიაკი 2 სკ

თხილი 200 გრ

ვანილი 1 შეკვრა


მომზადება:


1. გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად, ჩავუმატოთ კონიაკი და წამოდუღებისთანავე გამოვრთოთ.

2. 5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სანამ ღრუბელივით მასას არ მივიღებთ, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 50 გრ შაქარი.

3. 5 კვერცხის გული ამოვიყვანოთ კარგად 50 გრ შაქართან ერთად, ჩავაყაროთ კაკაო, ვანილი. შევურიოთ გამდნარ შოკოლადს, შემდეგ კი ამოყვანილ კვერცხის ცილას.

4. გაანაწილეთ ჭიქებში, მოასხით ზემოდან ნაღები, მოაყარეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და შედგით საყინულეში.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა